მითითებები მონაცემთა დაცვის შესახებ

ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია შენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მეთოდის, მოცულობისა და მიზნის შესახებ, რომელიც გამოიყენება ჩვენს ვებგვერდზე www.wechange.de (შემდგომში – «პლატფორმა»). პერსონალური მონაცემები მოიცავს ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რომელიც ეხება იდენტიფიცირებულს ან საიდენტიფიკაციო ფიზიკურ პირს.

1. პასუხისმგებელი პირი

ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგლამენტის – DSGVO (შემდგომში «რეგლამენტი») თანახმად, პასუხისმგებელი პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვებთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და საშუალებების შესახებ. რეგლამენტის მიხედვით ჩვენს პლატფორმაზე ვიზიტის დროს პასუხისმგებელ პირად ითვლება wechange e.G., c / o Thinkfarm, Oberlandstraße. 26-35, 12099 Berlin, გერმანია (შემდგომში – «მიმწოდებელი» ან «ჩვენ»).

მონაცემების დაცვაზე უფლებამოსილ პირად ჩვენ დავასახელეთ ადვოკატი სვენ გუმბრეხტი (Sven Gumbrecht), (ელ.-ფოსტა: datenschutz@wechange.de).

2. როდესაც ჩვენს პლატფორმას სტუმრობ

ჩვენი პლატფორტის მონახულებისას ჩვენი სერვერი იღებს შემდეგ ინფორმაციას შენი ბოლო მოწყობილობიდან: ბრაუზერის ტიპსა და ვერსიას, ოპერაციული სისტემას, მანამდე მონახულებულ ვებგვერდს («Referrer»), IP-მისამართსა და გვერდის მონახულების დროს.

ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ ამ მონაცემებს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი პლატფორმის შეუფერხებლად მუშაობა და გამოვავლინოთ, აღვკვეთოთ და თვალყური ვადევნოთ ჩვენი მომსახურების ბოროტად გამოყენების მცდელობას. ამის გარდა, შეგროვებულ მონაცემებს ვიყენებთ სტატისტიკური მიზნებისათვის, რათა შევაფასოთ შედეგები, თუ რომელი მოწყობილობიდან და რომელი ბრაუზერით მოიხმარება ჩვენი პლატფორმა, რომ ამის საფუძველზე ჩვენი მომსახურება მოვარგოთ ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნილებებს და გავაუმჯობესოთ ის.

მონაცემების ამგვარი დამუშავება ხორციელდება რეგლამენტის მე-6 მუხლის 1-ლი აბზაცის «f» ქვეპუნქტის საფუძველზე. პირველ აბზაცში დასახელებული ტექნიკური ყველა მონაცემი პიროვნების შესახებ იქნება ანონიმურად დაცული ინფორმაციის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

3. მომხმარებლის პროფილი

თუ ჩვენს პლატფორმაზე შექმნი მომხმარებლის პროფილს, ჩვენ მივიღებთ შენს ელ.-ფოსტის მისამართს და შენს მიერ შერჩეულ მომხმარებლის სახელს (ფსევდონიმს); ამ მონაცემების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ შენი მომხმარებლის პროფილის შექმნას. გარდა ამისა, შეგიძლია ნებაყოფლობით დაამატო სხვა ინფორმაცია შენს მომხმარებლის პროფილზე, მაგ., პროფილის ფოტო.

თუ ჩვენს პლატფორმაზე ფლობ მომხმარებლის პროფილს, შენი სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაცნობოთ ჩვენი პლატფორმის სიახლეების შესახებ. შენ შეგიძლია, შენს პროფილში დააყენო, კონკრეტულად რა ტიპის შეტყობინებების მიღება გსურს. პარამეტრების შეცვლით ნებისმიერ დროს შეგიძლია, გააუქმო შენი თანხმობა, რის შემდეგაც აღარ მიიღებ შეტყობინებებს.

ჩვენ ვიცავთ მომხმარებლის პროფილთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებს ჩვენთან მომხმარებლის პროფილის შესახებ დადებული სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულებამდე. მონაცემთა დამუშავების იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს რეგლამენტის მე-6 მუხლის 1-ლი აბზაცის «b» ქვეპუნქტი.

4. გადახდის შესაძლებლობები

(1) ნებაყოფლობითი შენატანი
შეთავაზებიდან გამომდინარე, ჩვენ გთავაზობთ გადახდის განსხვავებულ მეთოდებს. იმის მიხედვით, თუ რომელ მეთოდს აირჩევ, შეგროვებულ იქნება განსხვავებული მონაცემი.

შენი მონაცემების შენახვა ხორციელდება შენი თანხმობის საფუძველზე (რეგლამენტის მე-6 მუხლის 1-ლი აბზაცის «a» ქვეპუნქტი). ჩვენ ამ მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ გადახდის წარმოების, აგრეთვე ინვოისის შედგენისა და მიწოდების მიზნით. შეგიძლია, ნებისმიერ დროს გააუქმო შენი თანხმობა. ამისთვის საკმარისია მხოლოდ თავისუფალი ფორმის შეტყობინების გამოგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. გაუქმება გავლენას არ ახდენს იმ მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა გაუქმებამდე.

გთხოვთ, გაითვალისწინო, რომ გადახდის განსხვავებული შესაძლებლობებისთვის (ქვემოთ მითითებული (a)-დან (c)-მდე) ჩვენ ვიყენებთ შპს «Better Payment Germany» – ის მომსახურებას (იხ. ქვემოთ ციფრი 6 «ოპერატორი»).

(a) საბანკო ანგარიშიდან ჩამოჭრა (SEPA)
თუ შენ გადაწყვიტე, გადახდა შეასრულო საბანკო ანგარიშიდან (SEPA-ს პირდაპირი დებიტი), მაშინ ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ შენს მონაცემებს, როგორიცაა შენი გვარი, სახელი, გადასახდელი თანხა, ელ.-ფოსტის მისამართი, საფოსტო მისამართი. ანგარიშის მფლობელის გვარ-სახელი, შენი საბანკო IBAN და BIC.

(b) საკრედიტო ბარათი
თუ გადაწყვეტ, გადახდა განახორციელო საკრედიტო ბარათის საშუალებით, ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ შენს მონაცემებს, როგორიცაა შენი გვარი, სახელი, გადასახდელი თანხა, ელ.-ფოსტის მისამართი და საფოსტო მისამართი. გადახდასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების შეგროვებას (საკრედიტო ბარათის ნომერი, ბარათის მფლობელის სახელი, საკრედიტო ბარათის მოქმედების ვადა და საკრედიტო ბარათის დამადასტურებელი ნომერი) აწარმოებს შპს ,,Better Payment Germany» (იხ. ქვემოთ ციფრი 6 «ოპერატორი» ). ჩვენ არ ვამუშავებთ ამგვარ მონაცემებს.

(c) Paypal
თუ გადაწყვეტ, გადახდა განახორციელო Paypal-ის გამოყენებით, ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ შენს მონაცემებს, როგორიცაა შენი გვარი, სახელი, გადასახდელი თანხა, ელ.ფოსტის მისამართი და საფოსტო მისამართი. გადახდასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების შეგროვებას (PayPal-ის სისტემაში შესასვლელი მონაცემები) აწარმოებს შპს «Better Payment Germany» (იხ. ქვემოთ ციფრი 6 «ოპერატორი»). ჩვენ არ ვამუშავებთ ამგვარ მონაცემებს.

გთხოვ, გაითვალისწინო, რომ Paypal-ით გადახდისას მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ამ მომსახურების პროვაიდერი PayPal (Europe)S.à r.l. et Cie, S.C.A. (იხ. ქვემოთ ციფრი 6 «ოპერატორი»). Paypal-ით გადახდისას შენ უნდა შეხვიდე შენს PayPal ანგარიშზე, რისთვისაც უნდა გამოიყენო PayPal-ზე წვდომის მონაცემები.

(2) ფასიანი მომსახურება
თუ გსურს, ისარგებლო ჩვენი პლატფორმის ფასიანი მომსახურებით, ელ.-ფოსტის მისამართისა და მომხმარებლის სახელის გარდა, გთხოვ, მიუთითო შენი ნამდვილი სახელი ან შენი ფირმის სახელი, ასევე შენი საცხოვრებელი ან იურიდიული მისამართი. ეს მონაცემები აუცილებელია ჩვენთან ხელშეკრულების გასაფორმებლად; ჩვენ ვამუშავებთ მათ ხელშეკრულების შესასრულების მიზნით რეგლამენტის მე -6 მუხლის პირველი აბზაცის «b» ქვეპუნქტის შესაბამისად. ვინახავთ შენს მონაცემებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ურთიერთმოთხოვნის საბოლოო შესრულებამდე და სავაჭრო და საგადასახადო კანონით გათვალისწინებული ყველა შენახვის ვადის ამოწურვამდე.

5. ავტომატიზირებული გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმა, არავითარი პროფილირება

ხელშეკრულების დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ჩვენ უარს ვამბობთ გადაწყვეტილების მიღების ავტომატურ პროცედურებსა და პროფილირებაზე.

6. ოპერატორები

რეგლამენტის 28-ე მუხლის შესაბამისად, ჩვენი პლატფორმის მუშაობის უზრუნველსაყოფად, ვიყენებთ შემდეგი ოპერატორების მომსახურებას:
– ვებ ჰოსტინგისთვის: შპს Hetzner Online, ინდუსტრიშტრასე 25, 91710 გუნცენჰაუზენი, გერმანია,
– IT მხარდაჭერისთვის: შპს Sinnwerkstatt Medienagentur , ორანიენშრეასე 183, 10999 ბერლინი, გერმანია,
– გადახდების განსახორციელებლად: შპს Better Payment Germany, როზენტალერშტრასე 34/35, 10178 ბერლინი, გერმანია,
– გადახდების განსახორციელებლად: PayPal (Europe) S.à r.l. et Cie, S.C.A., როიალ ბულვარი 22-24, 2449 ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი
– ელექტრონული ფოსტის გაგზავნისა და მართვისათვის: Mailjet SAS, 13-13 bis, rue de l’Aubrac – 75012 პარიზი, საფრანგეთი,
– ფასიან მომსახურებასთან დაკავშირებით ბუღალტრული აღრიცხვის მხარდაჭერისთვის: შეზღუდული პასუხისმგებლობისა და კომანდიტური საზოგადოება HaufeLexware, მუნცინგერშტრასე 9, 79111 ფრაიბურგი, გერმანია.

7. პუბლიკაციები

როდესაც ჩვენს პლატფორმაზე გამოაქვეყნებ პუბლიკაციას, მაგ., სადისკუსიო ჩანაწერს ან განცხადებას რომელიმე ღონისძიების შესახებ, ჩვენ ვინახავთ და ვაქვეყნებთ მას ჩვენი პლატფორმის შესაბამის ადგილას მომხმარებლის სახელთან ერთად. ამასთანავე შეგიძლია, მიუთითო პროფილში, შენი პროფილის რომელი ინფორმაცია ვისთვის შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი.

თუ კი ჩვენს პლატფორმაზე წაშლი საკუთარ პროფილს, შენი პუბლიკაციების განსაზღვრული რაოდენობა რჩება მასზე, რათა სხვა მომხმარებლებმა შეძლონ მათთან მუშაობის გაგრძელება და დისკუსიის მსვლელობაზე თვალყურის დევნა (იხ. ჩვენი გამოყენების წესების მე-3 პარაგრაფის მე-3 აბზაცი). თუმცაღა ჩვენ დავიცავთ ადრე გამოქვეყნებულ შეტყობინებებზე მომხმარებლის სახელის ანონიმურობას. პუბლიკაციის ტექსტში მოცემული პერსონალური მონაცემები (მაგალითად, თუ მასში შენი ნამდვილი სახელი მიუთითე) ინახება მომხმარებლის პროფილის წაშლის შემდეგაც.

8. საკონტაქტო ფორმა და კომუნიკაცია ელექტრონული ფოსტით

თუ ჩვენს პლატფორმაზე ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგვიგზავნი შეტყობინებას საკონტაქტო ფორმის შესახებ, ჩვენ შევინახავთ შენს შეტყობინებას მასში მითითებული გამომგზავნის მონაცემებთან ერთად (გვარი და სახელი, ელ.-ფოსტის მისამართი, საჭიროების შემთხვევაში შენი ელ.-ფოსტის პროგრამით გადაცემული დამატებითი მონაცემები). შენი შეტყობინებების მისაღებად და შესანახად, ასევე ჩვენი ელ.-ფოსტის შეტყობინების გამოსაგზავნად, ჩვენ ვიყენებთ ზემოთ მითითებული ელ.-ფოსტის პროვაიდერის მომსახურებას, რომელიც ხორციელდება რეგლამენტის 28-ე მუხლის შესაბამისად.

მონაცემთა დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი კანონიერი ინტერესი, ვუპასუხოთ შენს შეტყობინებას, აგრეთვე შეძლებისდაგვარად რეაგირება მოვახდინოთ შენს მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვაზე (რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი აბზაცის «f» ქვეპუნქტი). ჩვენ ვშლით შენს შეტყობინებასთან ერთად მიღებულ მონაცემებს არაუგვიანეს კალენდარული წლის ბოლოს, შენთან ბოლო კომუნიკაციის შემდეგ შენივე მოთხოვნით, რეგულაციის იმ პირობით, რომელიც მოცემულია შემდეგ პუნქტში.

თუ მოგვაწვდი იურიდიული მნიშვნელობის განცხადებას ჩვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შესახებ, მაშინ დამუშავების სამართლებრივი საფუძველი, გადაცემის მეთოდის მიუხედავად, განხორციელდება რეგლამენტის მე-6 მუხლის 1-ლი აბზაცის «b» ქვეპუნქტის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ წავშლით შენს განცხადებასთან დაკავშირებულ მონაცემებს, როგორც კი საბოლოოდ აღმოფხვრილი იქნება ყველა ურთიერთწაყენებული პრეტენზიები და ამოიწურება სავაჭრო და საგადასახადო კანონით განსაზღვრული შენახვის ვადა.

ჩვენს მიერ გამოყენებული ელ.-ფოსტის სერვერებია TLS და SSL, ამიტომ შენი და ჩვენი ფოსტის სერვერებს შორის მონაცემები დაშიფრულია, თუნდაც შენი ელ.-ფოსტის პროვაიდერი იყენებდეს ამ დაშიფვრის ერთ-ერთ ტექნოლოგიას. გარდა ამისა, ის მონაცემები, რომელსაც შენ მიუთითებ ჩვენს საკონტაქტო ფორმაში, ჩვენს სერვერზე გადაიცემა SSL დაშიფვრით.

9. Cookie-ფაილების გამოყენება

შენს პროფილში შესვლის შემდეგ, ჩვენ შენს ბოლო მოწყობილობაზე ვინახავთ Cookie-ფაილებს. ეს არის მცირე ტექსტური ფაილები, რომლის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ შენი ბოლო მოწყობილობა, მას შემდეგ რაც შენ კვლავ ეწვევი ჩვენს პლატფორმას. ეს ეხება იმ Cookie-ს, რომელიც აღიქვამს შენს Login-Status-ს და ინახავს ყოველი შესვლიდან 60 დღის განმავლობაში. ასე რომ ამ დროის განმავლობაში შენ აღარ გჭირდება შენი მონაცემების თავიდან შეყვანა (“Login-Cookie”).

სხვა Cookie-ფაილების დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ ჩვენი სამსახურების არასწორად გამოყენება (Cross-Site Cookie), ასევე გავაანალიზოთ ჩვენი მომხმარებლის გარკვეული ქცევა (Webanalyse Cookie), მაგალითად, დავადგინოთ, ჩვენი პლატფორმის რომელ სექციებს იყენებ, რამდენ ხანს რჩები პლატფორმაზე და როდის და რა სიხშირით უბრუნდები მას. თუ კი შენს ბრაუზერის პარამეტრებში გააქტიურებთ პარამეტრს «Do not track» («არ აკონტროლო»), მაშინ Cookie-ფაილებს არ გამოვიყენებთ ვებ-ანალიზისთვის.

მონაცემთა დამუშავება ხორციელდება რეგლამენტის მე-6 მუხლის 1-ლი აბზაცის «f» ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ მიზნით, რომ შენთვის უზრუნველვყოთ ჩვენი პლატფორმის საიმედო და კომფორტული გამოყენება, რათა ეს უკანასკნელი უკეთესად მოერგოს ჩვენი პლატფორმის ვიზიტორთა ინტერესებს და მათ მიერ გამოყენებულ ტექნიკას, ასევე გავაანალიზოთ ჩვენი საიტის ტექნიკური ფუნქციები და მოვახდინოთ მათი ოპტიმიზაცია.

შენახული Cookie-ფაილები რჩება პლატფორმაზე შენი ბოლო ვიზიტიდან მინიმუმ თორმეტი თვის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ შენი ბოლო მოწყობილობა ავტომატურად წაშლის Cookie-ფაილებს.

Cookie-ფაილების შენახვის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლია დაბლოკო Cookie-ფაილების შექმნა ჩვენი პლატფორმისთვის ან ყველა ინტერნეტ-ბრაუზერისთვის, შენი ბრაუზერის Cookie-ფაილების პარამეტრების მეშვეობით. გარდა ამისა, შეგიძლია წაშალო უკვე იქ არსებული Cookie-ფაილები.

10. შენი უფლებები

რაც შეეხება შენს პირად მონაცემებს, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ, შენ გაქვს ქვემოთ ჩამოთვლილი უფლებები:

შენ გაქვს უფლება, მოითხოვო ჩვენგან დასტური იმის თაობაზე, მუშავდება თუ არა ჩვენს მიერ შენი პერსონალური მონაცემები. თუ ეს ასეა, ჩვენ გაცნობებთ, თუ კონკრეტულად რომელ პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ შენს შესახებ და ასევე მოგაწვდით სხვა ინფორმაციას (რეგლამენტის მე-15 მუხლის 1-ლი და მე-2 აბზაცები).

შენ გაქვს უფლება, მოითხოვო შენი არაზუსტი მონაცემების დაუყოვნებლივ შესწორება. დამუშავების მიზნების გათვალისწინებით, შენ ასევე გაქვს უფლება, მოითხოვო არასრული პერსონალური მონაცემების შევსება, მათ შორის, დამატებითი განცხადების საშუალებით.

შენ შეგიძლია, მოითხოვო შენი პერსონალური მონაცემების დაუყოვნებლივ წაშლა რეგლამენტის მე-17 მუხლის 1-ლი აბზაცის წინაპირობების გათვალისწინებით, თუ კი ამგვარი მონაცემების დამუშავება სავალდებულო არ არის (რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-3 აბზაცი).

შენ შეგიძლია, მოითხოვო შენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა რეგლამენტის მე -18 მუხლის 1-ლი აბზაცის წინაპირობების გათვალისწინებით, კერძოდ, შეზღუდვები წაშლის სანაცვლოდ.

შენი პერსონალური მონაცემების თითოეულ შესწორებას ან წაშლას და აგრეთვე პერსონალური მონაცემების დამუშავების რაიმე შეზღუდვას ვაცნობებთ ყველა იმ მიმღებს, ვისთანაც ჩვენ განვაცხადეთ შენი პერსონალური მონაცემები, იმ შემთხვევების გარდა, როცა ეს შეუძლებელია ან მოიცავს არაპროპორციულ ხარჯებს. გარდა ამისა, შენი სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია, მოგაწოდოთ ინფორმაცია ამგვარი მიმღებების შესახებ.

შენ გაქვს უფლება, მიიღო ის პერსონალური მონაცემები, რომელიც შენ მოგვაწოდე სტრუქტურირებულ, ზოგადად მიღებულ, ელექტრონულ ფორმატში, და თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, შეგიძლია, დაბრკოლებების გარეშე მოითხოვო ამ მონაცემების გადაცემა სხვა პასუხიმგებელ პირებზე.

თუ მონაცემები დამუშავებულია შენი თანხმობის საფუძველზე, გაქვს უფლება, ნებისმიერ დროს უარი განაცხადო თანხმობაზე. თანხმობაზე უარის თქმა არ მოახდენს გავლენას მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე, რომელიც ჩატარდა ამ თანხმობის გაუქმებამდე.

გასაჩივრების უფლება: შენი პროტესტის საფუძველზე, რომელიც გამომდინარეობს შენივე განსაკუთრებული მდგომარეობიდან, უფლება გაქვს, ნებისმიერ დროს შეეწინააღმდეგო შენი პირადი მონაცემების დამუშავებას; პირადი მონაცემების დამუშავების გაპროტესტების უფლება ხორციელდება რეგლამენტის მე -6 მუხლის პირველი აბზაცის «f» ქვეპუნქტის საფუძველზე, რათა დავიცვათ ჩვენი კანონიერი ინტერესები ან მესამე მხარის კანონიერი ინტერესები, თუ კი არ გადასწონის შენი ინტერესები ან შენი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც პირადი მონაცემების დაცვას მოითხოვს.
თუ შენ გამოიყენებ შენი გასაჩივრების უფლებას, ჩვენ აღარ დავამუშავებთ შენს პირად მონაცემებს, იმ გამონაკლისების გარდა, როცა შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ არსებობს დამუშავების აუცილებლობის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ჭარბობს შენს ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებას, ან როდესაც მონაცემთა დამუშავება ემსახურება სამართლებრივი პრეტენზიის წარდგენას, განხორციელებას ან დაცვას.

იმ შემთხვევაში, თუ შენი პირადი მონაცემები დამუშავედება ელ.-ფოსტის რეკლამისთვის (მეილინგისთვის), მაგ. როგორიცაა საინფორმაციო სახის სარეკლამო ბიულეტენები, შენ შეგიძლია ნებისმიერ დროს გააპროტესტო შენი პირადი მონაცემების დამუშავება ამგვარი რეკლამირების მიზნით, ამის შემდგომ ჩვენ აღარ დავამუშავებთ შენს პირად მონაცემებს.

თუ მიგაჩნია, რომ შენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ეწინააღმდეგება რეგლამენტის მოთხოვნებს, შეგიძლია, შეიტანო საჩივარი სამეთვალყურეო ორგანოში, კერძოდ შენი საცხოვრებელი, სამუშაო ან სავარაუდო დარღვევის ადგილის წევრ სახელმწიფოში. ეს არ გამორიცხავს სხვა ადმინისტრაციულ ან სასამართლო საშუალებების გამოყენებას.

მონაცემთა დაცვის ჩვენს ადგილობრივ კომპეტენტურ სამეთვალყურეო ორგანოს წარმოადგენს მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების წარმომადგენელი, რომელიც არის ბერლინში, კერძოდ, მისამართზე: ფრიდრიხტრასე 219, 10969 ბერლინი.

2019 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით