Select Page

სარგებლობის პირობები

§ 1 – მიმწოდებელი; მიწოდების შინაარსი

ინტერნეტსივრცეში არსებობის მიმწოდებელი www.wechange.de (შემდეგი „პლატფორმით“) არის wechange e.G., c/o Thinkfarm, Oberlandstraße. 26-35, 12099 Berlin, გერმანია (შემდეგში „მიმწოდებელი“, „ჩვენ“). შემდეგი პირობები აწესრიგებენ ჩვენსა და პლატფორმის შესაბამის მომხმარებელს შორის უფლებებსა და ვალდებულებებს (შემდგომში „შენ“).

§ 2 – წვდომის წინაპირობები, დარეგისტრირება

(1) ჩვენი პლატფორმის ყოველ სტუმარს შეუძლია, პლატფორმის საჯარო სივრცეში დაათვალიეროს წარმოდგენილი მონაწილეების, ჯგუფების და პროექტების პრეზენტაცია, ყოველგვარი წინაპირობის შესრულების გარეშე.

(2) მომხმარებლის პროფილის შექმნა, ჯგუფში, ან პროექტში გაერთიანება, გამოქვეყნება და ტექსტების ან დოკუმენტების რედაქტირება პლატფორმაზე და სხვა ინტერაქტიული ფუნქციების გამოყენება საჭიროებს ამ პლატფორმაზე წინასწარ რეგისტრაციას.

(3) ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია, დარეგისტრირდეს პლატფორმაზე თვით არჩეული მომხმარებლის სახელის მითითებით (რომელიც, ასევე შესაძლებელია, იყოს ფსევდონიმი), ელექტრონული ფოსტის მისამართის და თვით არჩეული პაროლის მითითებით. სხვა დანარჩენი მონაცემები, შეგიძლია, დაამატო ნებაყოფლობით. თუ ჩვენ მივიღეთ შენი რეგისტრაციის განაცხადი, ელექტრონული ფოსტით მიიღებ დასტურის წერილს.

(4) ყოველი ფიზიკური პირისთვის დასაშვებია მხოლოდ ერთჯერადად დარეგისტრირება. დაუშვებელია შემცვლელის, ან ნდობით აღჭურვილი პირის დამატებით დარეგისტრირება. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უვადოდ გავაუქმოთ პლატფორმის მოხმარების შეთანხმება, თუ თუ ისინი ეფუძნება ერთი და იგივე პიროვნების მრავალჯერად რეგისტრაციას, ან ინტერესთა წარმომადგენლობას ან მესამე მხარის მინდობილობას.

(5) არ შეიძლება მომხმარებლის პროფილის სხვაზე გადაცემა; გამორიცხულია გამოყენების პირობებში მითითებული უფლება-ვალდებულებების მოხსნა.

§ 3 – უფლებების მინიჭება

(1) პლატფორმის გარკვეულ ნაწილებში შეგიძლია, განათავსო საკუთარი პუბლიკაციები (მაგ. დაწერო ტექსტები, ატვირთო სურათები და სხვა მულტიმედიური მასალები). თითოეული შენი პუბლიკაციისთვის, გვაძლევ გარანტიას, რომ ყველა განთავსებულ პუბლიკაციაზე გაქვს სავალდებულო უფლებები; ეს განსაკუთრებით მოიცავს იმ პირების თანხმობას, რომლებიც ამოიცნობიან ფოტოსურათებზე ან ვიდეოში. ამასთანავე, შენ იღებ ვალდებულებას, რომ ჩვენ ყველას გვათავისუფლებ იმ პრეტენზიებზე პასუხისმგებლობისგან, რომლებსაც ჩვენი პლატფორმის სხვა მომხმარებელი, ან მესამე პირი დააყენებს ჩვენს წინაშე, შენს პუბლიკაციასთან დაკავშირებული უფლებების დარღვევის გამო. პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების უფლება მოიცავს აგრეთვე იმ ხარჯებს, რომლებიც წარმოიშვება ამ საკითხთან დაკავშირებულ გადამოწმებასა და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებით, თუ რა თქმა უნდა, პასუხს არ აგებ მესამე პირის საჩივარზე.

(2) შენი პუბლიკაციის ჩვენთვის გადმოცემით, უფლებას გვანიჭებ, ჩავიმახსოვროთ შენი პუბლიკაცია პლატფორმის სერვერზე და შენი მომხმარებლის სახელის გამოყენებით უზრუნველვყოთ პლატფორმაზე საჯარო წვდომა, იქამდე, სანამდეც ითვალისწინებს პლატფორმის ფუნქციები მომხმარებელთა ქსელში ჩართვას, ინფორმაციების გაცვლას და თანამშრომლობას. უფლების მინიჭება მოხდება როგორც გეოგრაფიულად შეუზღუდავი, მარტივი უფლება.

(3) შინაარსისთვის, რომელიც შენს სამომხმარებლო პროფილშია დამახსოვრებული, უფლებების მინიჭება არის დროში იქამდე შეზღუდული, ვიდრე არ დასრულდება ჩვენს შორის სამომხმარებლო დამოკიდებულება. იმ შინაარსისთვის, რომელიც შენ ამ პლატფორმის გამოყენებით, როგორც ინფორმაცია, გადაეცი სხვა მომხმარებელს, გაცვალე დისკუსიის ან დოკუმენტის ერთობლივი განხილვის ფარგლებში, უფლების მინიჭება იმ დრომდეა ძალაში, ვიდრე შენთან ერთად შენი პუბლიკაციის ყველა მიმღები და დამმუშავებელი არ დაასრულებს თავის სამომხმარებლო დამოკიდებულებას ჩვენთან.

(4) შენს მიერ ჩვენდამი უფლებების მინიჭება უფასოა.

(5) მომხმარებლის მიერ ატვირთულ მასალაზე სხვა მომხმარებელზე უფლებების გადაცემა არ წარმოადგენს ამ სამომხმარებლო პირობების ობიექტს. გთხოვ, გაარკვიე შესაბამის ავტორთან, თუ როგორ შეგიძლია, მოიპოვო მისი მასალების გამოყენების უფლება.

§ 4 – ხარისხის უზრუნველყოფა

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, წავშალოთ პლატფორმიდან მასალები, თუ დარწმუნებული ვართ, რომ მისი შინაარსი ჩვენი პლატფორმის მიზნებთან, მაგ: თანამშრომლობის და მომხმარებელთა ერთმანეთთან თანადგომის – არ არის შეთანხმებული.
 თუ შინაარსი და ფორმა შეურაცხმყოფელი ხასიათისაა, რომელიც თავისუფალი აზრის გამოხატვის გათვალისწინებითაც ვერ იქნება შემწყნარებლური,
 შეიცავს ან ასახავს უფლებების დარღვევას, მაგ. ცილისწამებას, განზრახ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, წაქეზებას, იძულებას, გამოძალვას, მუქარას ან საავტორო უფლებების დარღვევას, საფირმო უფლებების ან პირადი უფლებების დარღვევას.

§ 5 – სარგებლობის პირობების შეწყვეტა

(1) ნებისმიერ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია, უსასყიდლოდ გააუქმოს სარგებლობის პირობები ტექსტური შეტყობინების საშუალებით (მაგალითად, ელ.-ფოსტით) წესის დაცვით.

(2) სარგებლობის პირობების შეწყვეტა არ ეხება მანამდე ჩვენდამი გარკვეულ მასალებზე მინიჭებულ უფლებებს, თუ სხვა მომხმარებლები ამით კვლავ აგრძელებენ მუშაობას (შდრ. § 3 აბზ. 3).

(3) მომხმარებლის მიერ შეტანილ მასალას, რომელიც წარმოადგენს პლატფორმაზე ერთ-ერთი დისკუსიის ნაწილს, შევინახავთ სარგებლობის პირობების შეწყვეტის შემთხვევაშიც, თუმცა წაიშლება შენი პუბლიკაციით ადრე გამოქვეყნებული მოსარგებლის სახელი და შეიცვლება კომენტარით, რომ ავტორი ამ პუბლიკაციის პლატფორმაზე აღარ არის აქტიური.

(4) ჩვენ ვამუშავებთ პლატფორმას განუსაზღვრელი ვადით. უსასყიდლოდ სარგებლობის ფარგლებში არ გაქვს უფლება, მოითხოვო პლატფორმის უსასრულო ვადით მოხმარება და არც პლატფორმის ხელმისაწვდომობის განსაზღვრული ხარისხი.

§ 6 – პასუხისმგებლობა შინაარსზე

პლატფორმის პროცესები ავტომატიზირებულია, განსაკუთრებით შინაარსების მიღება და გამოქვეყნება, რომლებიც შეაქვთ ჩვენს მომხმარებლებს. ჩვენ გამოქვეყნებამდე არ ვამოწმებთ მოწოდებულ შინაარსებს მიზანშეწონილობაზე, ფაქტობრივ სისწორესა ან ზოგიერთ კანონდარღვევაზე, თუმცა ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ პრობლემატურ შინაარსზე კონკრეტული მინიშნებისას დაუყოვნებლივ მოვახდინოთ რეაგირება და თუ საჭიროა, წავშალოთ ისინი.

§ 7 – ხელშეკრულების პირობები გადამხდელი მომხმარებლისთვის

(1) ზოგადი

(1.1) არსებობს wechange e.G – ს მუშაობისა და განვითარების ნებაყოფლობითი ფინანსური თანადგომის შესაძლებლობა (ე.წ. „ Pay What You Want“ მოდელი). ამ ნებაყოფლობითი გადახდის სამართლებრივი ჩარჩოებისთვის ძალაშია მხოლოდ და მხოლოდ ის ზოგადი ბიზნეს-პირობები, რომლებიც შენს მიერ ნებაყოფლობით გადახდისას მოქმედ ვერსიაში იყო მითითებული. განსხვავებული პირობები არ იქნება აღიარებული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ wechange e.G-ს მიერ იქნა დადასტურებული გარკვევით, წერილობით.

(1.2) ნებაყოფლობით გადახდა არ ნიშნავს, რომ შესაძლებელია ამ თანხის საგადასახადო ხარჯებიდან ჩამოწერა, როგორც ქველმოქმედება.

(2) გადახდის ვალდებულება და პარამეტრი

(2.1) საქმე ეხება wechange e.G-თვის ნებაყოფლობით გადახდას. ნებაყოფლობით გადახდა არ ითვალისწინებს wechange e.G-ს დამატებით ვალდებულებებს. ნებაყოფლობით გადახდის თანხა შესაბამისობაში მოდის მომხმარებლის შეგნებასთან, პლატფორმის გამოყენების თვალსაზრისით.

(2.2) მომხმარებლებს შეუძლიათ, თვითონ განსაზღვროს ნებაყოფლობით გადახდის თანხის რაოდენობა. თანხის განსაზღვრის, ან რეგულირების შესაძლებლობა არსებობს პლატფორმაზე დარეგისტრირებისას და მომხმარებლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, არეგულირონ თავიანთი პროფილის პარამეტრებში. გადახდის ვალდებულება წარმოიშვება არა იმ ღილაკზე თითის დაჭერისას, სადაც გვიჩვენებს –

„აირჩიე შენატანი“, ან „აირჩიე შენატანის რაოდენობა“, არამედ მხოლოდ ღილაკზე დაჭერისას „დაადასტურე იურიდიული ვალდებულება და გადაიხადეთ“. მანამდე კი მომხმარებელმა უნდა დაადასტუროს, რომ გაეცნო გამოყენების პირობებს და ეთანხმება მათ მოქმედებას. „ჩემი თანხის“ ღილაკით შესაძლებელია, კიდევ ერთხელ დაარეგულირო ნებაყოფლობითი გადასახადი თანხის არჩეული რაოდენობა, ვიდრე აიღებ იურიდიულ ვალდებულებას.

(2.3) გადახდის მინიმალური თანხა არის 1,00 € ( ერთი ევრო). მაქსიმალური თანხა კი შეადგენს 100,00 € (ასი ევრო).

(2.4) ანგარიშსწორება ხდება Better Payment Germany GmbH (სამომსახურებო ორგანიზაცია) საშუალებით.

(2.5) იმ შემთხვევაში, თუ გადახდის საშუალებად აირჩევ საკრედიტო ბარათს ან PayPal-ს, ღილაკით „დაადასტურეთ იურიდიული ვალდებულება
და გადაიხადეთ“.
მომხმარებელი გადამისამართდება მესამე მხარის პროვაიდერზე, სადაც გადახდის პროცედურისთვის ავტორიზირება უნდა მოხდეს. პირდაპირი სადებიტო გადახდის არჩევის შემთხვევაში, უნდა დაადასტურო ღილაკით „დაადასტურე იურიდიული ვალდებულება და გადაიხადე“, რის შემდეგაც  შეტანილი ანგარიშის ნომერი გადაეცემა სამომსახურებო ორგანიზაციას.

(3) გადახდის სიხშირე

(3.1) ნებაყოფლობით გადახდაში ნაგულისხმევია ავტომატურად განმეორებადი გადახდა.

(3.2) გადახდის ციკლი არის ყოველთვიური და მომხმარებელი მას სხვაგვარად ვერ დაარეგულირებს. პირდაპირი სადებიტო გადახდის წინასწარი გაფრთხილების ვადა შემცირებულია 5 დღემდე.

(3.3) მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია გადახდის დაყენება პროფილში. ღილაკზე „დაასრულე გადახდა“ დაჭერით, მომავალში აღარ იქნება არანაირი თანხის ამორიცხვა შესრულებული. ყოველი აქტუალური გადახდის სტატუსი ნარჩუნდება  ვადის დასრულებამდე და ასახულია პროფილში.

(4) საგადასახადო ანგარიში (ინვოისი)
გადახდის შემდეგ შეიქმნება საგადასახადო ანგარიში.

§ 8 – გამოყენების პირობების ცვლილებები

(1) დროდადრო შესაძლოა, საჭირო გახდეს ამ პირობების დარეგულირება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგატყობინებთ წინასწარ ელ.-ფოსტით, სულ მცირე 6 კვირით ადრე, ვიდრე ცვლილებები ძალაში შევა.

(2) თუ შენ, ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულ ელ.-ფოსტას არ გაასაჩივრებ წერილობით (ელ.-ფოსტით) მიღებიდან 4 კვირის განმავლობაში, ჩავთვლით, რომ ეთანხმები ამ ცვლილებებს. ამის შესახებ სამართლებრივ ასპექტებზე განსაკუთრებით მიგითითებთ გამაფრთხილებელ ელ.-ფოსტაში.

(3) თუ შენ შეეწინააღმდეგები დაანონსებულ ცვლილებებს, ჩვენთვის ეს შესაძლოა, წარმოადგენდეს მიზეზს, რომ პლატფორმის გამოყენების შენთან შეთანხმება გავაუქმოთ ცვლილებების ძალაში შესვლაზე დაყრდნობით.

§ 9 – დასკვნითი დებულებები

(1) პლატფორმის გამოყენება ექვემდებარება გერმანულ კანონმდებლობას საერთაშორისო კერძო სამართლის კანონების კონფლიქტის გამოკლებით. კანონის ეს არჩევანი არ მოქმედებს მაშინ, თუ მომხმარებლის სავალდებულო იურიდიული უფლებები შეიზღუდება მუდმივად უცხოეთში ყოფნის გამო.

(2) მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელია § 1-ში მითითებული მიმწოდებელი. ძალაშია ჩვენი მონაცემთა დაცვის პირობები, რომელსაც იხილავ ინტერნეტში, შემდეგ ვებგვერდზე: http://wechange.de/cms/datenschutz.

2019 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით